პასტა ბოლონეზე პირდაპირი ჩართვით მიუნჰენიდან

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 2016წლის 19დეკემბერს ქუთაისის აეროპორტიდან თავი ამოვყავით მემინგენის აეროპოტში, შემდეგ კი ავტობუსით შიგ შუა სტრასბურგში გავჩნდით. 25 ადამიანი, სრულიად განსხვავებული გარემო, გაოცებული თვალები.. და განსაკუთრებით გაოცებისგან გაფართოვებული თვალები, მაშინ გადადიან საზღვრებს, როდესაც ევროპის საბჭოს, ევრო პარლამენტის, მუზეუმების, ახალგაზრდული დაწესებულებების ნახვის შემდეგ საშობაოდ გაწყობილი ქალაქის ფეხით შემოვალას იწყებ და მთელს მის არქიტექტურას, კულტურას ეზიარები.. ეს ყველაფერი კი ერთ დიდ დღესასწაულად არ შეიკვრებოდა ჩვენთვის თვითფრინავს, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რომ არ გაესწრო.. (შობა-ახალი წლის მოლოცვა დამავიწყდა.. გილოცავთ შობა-ახალ წელს უჰუჰუუ) ჩემს თავზე მეცინება. მაშინ, როცა აეროპორტში, ჯერ კიდევ გაუაზრებლად, ვიჯექი 5€_თი ხელში, და რა თქმა უნდა არა მარტო მე, დღესასწაულად არაფერი მეჩვენებოდა და არც იმაზე მიფიქრია ეს მოგონება ასეთი კარგი თუ დარჩებოდა. შემდეგ მერიამ და ჩვენმა ჯგუფმა, ზედმეტად მობილიზებულმა, იზრუნა ჩვენს საცხოვრებელზე, საჭმელზე, ახალ ბილეთებზე და ასე ამოვყავით თავი მიუნჰენში… დან..დან..დან….  მიუნჰენში ჩვენ არ გვერქვა ჯგუფი, ვიყავით ოჯახივით, ერთმანეთზე გადაფოფინებული, ნუ კარგით ხო ცოტა გავაბუქე, მაგრამ კარგ მეგობრებად ნამდვილად ვიყავით ჩამოყალიბებულები.

img_9956

ეს ბლოგი, როგორც უკვე მიხვდით, ოდნავ განსხვავებული იქნება.. არც მოგზაურობაა ბებოს რეცეპტების მემკვიდრეებთან და არც რაიმე გადმოლოცილ კერძს მოვამზადებთ. იქნება მარტივი, ყველასათვის მისაღები და რაც მთავარია ჩემთვის და ჩემი ახალი 24 მეგობრისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი..

ინგრედიენტები :

  • მაკარონი (სპაგეტი ან ტალიანტელი)
  • 500გრ საქონლის ფარში
  • პომიდორი ან ტომატი
  • 1ცალი ხახვი
  • 1ცალი ნიორი
  • 2ცალი საშუალო ზომის სტაფილო
  • მარილი, პილპილი, როზმარინი და ორეგოანო
  • პარმეზანი

 

სწრაფი კვების ობიექტები ყველა რომ დაკეტეს საშობაო ღამის მზადებისთვის და ჩვენს ერთ-ერთ მეგობარს რომ დაბადებისღე გაუთენდა, მაშინ მიხვდა ნანო (ცნობილი, როგორც პუфი), დრო იყო საკუთარი კულინარიული ნიჭი გამოევლინა, ეჩვენებინა რომ კარგი საცოლე მატერიალი იყო და 7 სართულს შორის გაქაჩულმა პასტა ბოლონეზეს კეთება დაიწყო.

როგორც ნანომ თქვა – „მთავარი წესი გემრიელი საჭმლის მომზადებისა : არ უნდა გეზარებოდეს, პირიქით უნდა გსიამოვნებდეს ადამიანების დაპურება“. ერთ დიდ წვრილად დაჭრილ ხახვს ყრით ცხელ ტაფაზე, თუშავთ რამდენიმე წუთი და ამატებთ 2–3 კბილ გატარებულ ან წვრილად დაჭრილ ნიორს. შემდეგ ისევ ამატებთ 2 ცალ გახეხილ სტაფილოს.  და ურევთ, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ხის კოვზი.  თქვენ ამ ყველაფერს პარალელურად აკეთებთ, ერთ სივრცეში, ჩვენ კი პირველ სართულზე ხახვს, სტაფილოს და ნიორს ვთუშავდით, მესამეზე მაკარონს ვხარშავდით  და მეშვიდეზე ხორცს ვადექით თავზე, დარიგებულები –  არ უნდა მიეწვა.. როგორც კი სტაფილო შეიფერება დაუმატებთ 500გრ საქონლის ხორცის ფარშს, რომელიც უკვე მონათუშია, უმი არავის არგებს… (ხუმარა მე) მასთან ერთად ამატებთ 2 ან 3 ცალ საშუალოდ დაჭრილ პომიდორს (ჩემი რჩევა, კანგაცლილი იყოს ჯობია) ან ტომატს, მოაყრით მარილს, პილპილს, როზმარინსა და ორეგანოს, გემოვნებით  და დაბალ ცეცხლზე ადუღებთ. თუ ახლო მახლო 1ჭიქა წითელი ღვინოც იქნება, უფრო გაახალისებს სოუსს..

პარალელურად უნდა მოხარშოთ მაკარონი –  სპაგეტი ან ტალიანტელი, მაგრამ თქვენი სურვილისამებრს შეიგიძლიათ სულ სხვა მაკარონი გამოიყენოთ, რომელიც გემოს ესიამოვნება. მაკორონს ხარშავთ მარილიან წყალში, ისე რომ წყალი მაკარონს ფარავდეს. როდესაც მაკარონი მოიხარშება და ამასობაში სოუსიც თქვენთვის სასურველ კონსისტენციას მიიღებს შეგიძლიათ გადმოიღოთ მაკარონი, მოასხათ სოუსი და მოაყაროთ პარმეზანი, ასევე თუ გირჩევნიათ შესაძლებელია სოუსი და მაკარონი გადმოღებამდე შეურიოთ ერთმანეთს, მოაყაროთ ისევ პარმეზანი და გემრიელად მიირთვათ…

ჩვენი მიუნჰენური ბოლონეზე 25 ადამიანზე მომზადდა და ამიტომ გამოზოგილად ვჭამდით. ვაი არ გვეყოს პრინციპით კარტოფილიც შევწვით – მეშვიდე სართულზე, სალათიც გავაკეთეთ, მაგრამ ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ ქონია.. ამ ბოლონეზეს გემო არასდროს დამავიწყდება, იმიტომ კი არა რომ ძალიან მშიოდა, უბრალოდ ეს იყო სიხარულის ლუკმები, მართლაც რომ სართულებივით აკინძული საჭმლის, ბედნიერების გემრიელი ლუკმები.. და ალბათ რომ არა ის ავარია და ნისლი მემინგენში მიმავალ გზაზე, ბოლონეზეს ამ გემოს ვერასდროს გავიგებდით.. ასე რომ დათმეთ დრო და ისიამოვნეთ მომენტით… 🙂

პ.ს

დაგვიტოვეთ კომენტარები, კითხვები და არ დაგავიწყდეთ შაბათ-კვირას გადაამოწმოთ ჩვენი ბლოგი..  #ბებოსგემო გამოგვყევით ამ თავგადასავალში !! FACEBOOK PAGE – ბებოს რეცეპტები !!!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s