მოგზაურობა: თინა ბებოს მაგიური საცივი

გამიმართლა და იმაზე იღბლიანი აღმოვჩნდი, ვიდრე ველოდი, ან ელოდნენ. გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი მეგობრები მყავს, დედაჩემს კიდევ უკეთესი. მთავარი გამართლება ისაა, რომ ჩემი „უფროსი“ მეგობრები სასწაული კულინარები არიან და მათი უმეტესობა ბებოს აღ–გა–ზრდილია, რაც აუცილებელი კრიტერიუმია, – ბებოს რეცეპტების მოგზაურობაში  მოხვდეთ.

ჩემს ოჯახში და ზოგადად, სამეგობროში (ამ ბლოგში ბევრი სამეგობროს, მეგობრის, მეგობრებისთვის და ა.შ მეგობარი_სგან ნაწარმოები სიტყვების ხსენება მომიწევს, ამიტომ თავიდანვე მიაჩვიეთ თვალი) „შტაბი“ კულტურადაა ქცეული. აღსანიშნავია, რომ „შტაბი“ აპოლიტიკურია და ის, უბრალოდ, მეგობრების თავშეყრის ადგილია. ისტორიას ახსოვს პატარა „შტაბი“ და „შტაბელები“, მეგობრების შვილებისგან დაკომპლექტებული, მაგრამ ჩვენც დროის განმავლობაში გავფრინდით დედების „შტაბიდან“ და ყოფაც წესრიგს დაუბრუნდა. „შტაბი“ რაიმე აბსტრაქტული და გამოგონილი არ გეგონოთ, მისი ლოკაცია საკმაოდ პრესტიჟულ უბანშია, მასპინძელი კი დღევანდელი მოგზაურობის სტუმარი. შეეგებეთ :

ნინო გელაზანია–ხარაბაძე

  • განათლება – ბიო–სამედიცინო ეკოლოგი
  • სტატუსი – დაოჯახებული, ორი ბიჭის დედა
  • კარგი ოჯახის შვილი
  • ცნობილი ქუთაისელი „ტუსოვშიცა“, ჩასწორება – არისტოკრატი „ტუსოვშიცა“
  • თინა ბებოს (ნინოს ბებოს) რეცეპტების მემკვიდრე

დაახლოებით ისეთი ტონალობით ვწერ, რომ წარმოდგენაში ახლო–მახლო ყინულიანი ვისკის ჭიქა უნდა მედგას დროდადრო რომ წავწრუპო და იქვე, რაიმე ვინტაჟურ საფერფლეში ჩადიაგონებული, მოკიდებული სიგარა, მაინც კარგ სუნს რომ აყენებს ოთახში. რეალობა გაცილებით სხვაგვარია, დაახლოებით პირველკლასელური. სამზარეულოში ვარ, მარტო, ლიმონათით სავსე ჭიქით ხელში, როცა უფროსები მეორე ოთახში „ქეიფობენ“. ვხუმრობ, რა თქმა უნდა, არა ლიმონათით სავსე ჭიქაზე კი არა, გარემოზე. ჩემი უნიჭო ხუმრობა იქეთ იყოს და.. ჩემი ნინიკო, ოჰ მაპატიეთ ჩვენი ნინიკო, აი კიდევ … ქ–ნ ნინიკო ცნობილია მისი ხელის გემოთი და განსაკუთრებით საცივით, მაგრამ მე სულაც არ ვიცოდი, ბებოს დანატოვარი თუ იყო რეცეპტი. ნინიკოსთვის საცივი არ ასოცირდება მხოლოდ შობასთან და ახალ წელთან, (ამიკრძალა მეხსენებინა ახალი წელი, რადგან ამ წელს ფრინველის ხორცი არ შეიძლება იყოს სუფრაზე, რადგან მამალს უნდა ვცეთ პატივი, მაგრამ რა გავაკეთო ? საცივი – ახალი წელი, ვერ ვუხერხებ ჩემს თავს ვერაფერს) ეს მისთვის უბრალოდ სადღესასწაულო საჭმელია და ხშირადაც აკეთებს. მოკლედ…

ინგრედიენტები :

  • ინდაური და დედალი
  • 1კგ ნიგოზი
  • 4თავი ხახვი, საშუალო ზომის
  • 1ს/კ საცივის სუნელი (მიხაკი, დარიჩინი და სურნელოვანი პილპილი, ანუ – „გვაზდიკა“, „კარიცა“ და „დუშისტი პერეც“)
  • 1თავი ნიორი
  • 1კონა ქინძი
  • მჭადის ფქვილი (გამერდინებული)
  • 8კვერცხი
  • მარილი
  • ძმრის ესენცია

ყველაფერი იწყება ქათმისა და ინდაურის მოხარშვით. აიღებთ დიდ ქვაბს, ჩადებთ ინდაურსა და ქათამს, 4თავ გასუფთავებულ ხახვს და დავასხამთ წყალს ისე რომ მთლიანად დაიფაროს ქათამი და ინდაური. როგორც კი მოიხარშება, უბრალოდ გადმოდგით, ამოიღეთ ქათამიც და ინდაურიც და ბულიონი გადადგით, რომ გაგრილდეს, ის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტია. სანამ ბულიონი გრილდება, ნიგოზი უნდა გავატაროთ. ნინიკო იხსენებს, რომ თინა ბებო ნიგოზს ლებან–ლებან აგროვებდა მთელი წლის განმავლობაში, საცივი რაც შეიძლება თეთრი და ქუთქუთა რომ გამოსვლოდა, მაგრამ ახლა ამის დრო არ გვრჩება ხოლმე და ამიტომ უბრალოდ აიღეთ 1კგ ნიგოზი და გაატარეთ ნიგვზის გასატარებელში. მას უნდა დავუმატოთ გატარებული 1კონა ქინძი, ასევე გატარებული 1თავი ნიორი და სუნელები : 1ს/კ მიხაკი, 1ს/კ დარიჩინი და 1ს/კ სურნელოვანი პილპილი, 4 მუჭი მჭადის ფქვილი (არ უნდა იყოს სავსე მუჭი, პირიქით თხელი, ზემოდან რომ დახედავთ თითებს ფქვილი არ უნდა ემეტებოდეს) და აურევთ ერთმანეთში. პარალელურად აიღეთ ორი თასი, რადგან მოგიწევთ 8 კვერცის ცილა და გული ერთმანეთს დააშოროთ, არ ანერვიულდეთ, ცოდვაში ფეხს არ დგამთ. 8 გული კვერცხი უნდა დააბლენდეროთ ხელის ბლენდერით ან უბრალოდ მოქნილი ხელით და ერთ მასად გადააქციოთ.

გაგრილებული ბულიონიდან გადაიტანეთ, რაიმე სხვა ჭურჭელში 5 ან 6 ლიტრი ბულიონი, მაგრამ გადატანამდე მას აუცილებლად ააცალეთ ზედმეტი ცხიმი, მთლიანად არა, მხოლოდ ცოტაოდენი, სიმსუბუქე რომ შესძინოთ საცივს. რაც მთავარია, თინა ბებოს დაურღვეველი 2 წესი იყო : 1. საცივს ვაკეთებთ ყოველთვის ერთი და იგივე ქვაბში; 2. საცივის კეთებისას ვფიქრობთ მხოლოდ და მხოლოდ საცივზე. პირველი წესის დაცვით, ბულიონნამყოფ ქვაბს გავრეცხავთ, შემდეგ მასში გადავასხამთ უკვე გამზადებულ 5 ან 6 ლიტრ ბულიონს და ვიწყებთ მის დაბლენდერებას, ხელის ბლენდერით და ნელ–ნელა ვუმატებთ გამზადებული ნიგვზის მასას და შემდეგ, უკვე ათქვეფილ კვერცხს. თუ გადაწყვეტთ, რომ კვერცხი ათქვიფოთ ხელით, იყავით ფრთხილად რომ არ აგეჭრათ. როცა კმაყოფილი იქნებით მასის კონსისტენციითა და ერთგვაროვნებით, გადადგამთ მაღალ „პარზე“ და ხის კოვზით (რადგან ხე, ემალი და ნიგვზიანი ბულიონი სხვა ქიმიაა) იწყებთ მის მორევას, უწყვეტად. როცა საცივი წამოდუღდება, დაუწიეთ გაზს  და დაინიშნეთ 10 წუთი, გააჩერეთ ამ დროის განმავლობაში და ახლა უკვე შეგიძლიათ დაუმატოთ მარილი გემოვნებით და 1ჩ/კ ძმრის ექსტრატი. 10 წუთის შემდეგ, გამორთეთ და თქვენი დღის სამეფო სადილიც მზადაა.

დღეს, სწორედ მეგობრების დღე (და მე –„ჩანგალისტის“) არის შტაბში და ყველა საცივს ვზეიმობთ,  პრინციპში საცივი – ჩვენ(ერთი მთლიანობა)…. და ვსაუბრობთ საყვარელ თინა ბებოზე, რომელიც მოხუცობისას მაგიდაზე შემომჯდარი ურევდა საცივს იმავე ხის კოვზით, რომლითაც ეს გემრიელობა დღეს თეფშზე მე დამიდო ნინიკომ. მოგზაურობა კი, მხოლოდ ახლა დაიწყო…

პ.ს

დაგვიტოვეთ კომენტარები, კითხვები და არ დაგავიწყდეთ შაბათ-კვირას გადაამოწმოთ ჩვენი ბლოგი..  #ბებოსგემო გამოგვყევით ამ თავგადასავალში !!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s