О нас

40_იანების შვილია, შესაბამისად ბებო ჯერ კიდევ ვერ შეეგუა ტექნიკას და ხელის იმედათაა, მუდამ. მისივე გაზრდილ-აღზრდილი ვარ, არ გაგიკვირდებათ და ჭარბწონიანი, მართალია თითონ არასდროს მაძალებდა ჭამას, მაგრამ მე არ ვუჩიოდი მადას, თან ეს ხელებიც ისე გემრიელად აკეთებდნენ მარტივ საჭმელებს, კარაქიანი პურიც კი სხვა გემოს იძენდა.. ბებისებრს.. ბებია-ბებიას ძახილით პირველი სართულიდან ვაგებინებდი რომ მშიოდა და არც იზარებდა ჩემს დაპურებას. გონია რომ თანამედროვე საჭმლის კეთება არ ეხერხება, ტრადიციულსა და ძველს ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ მაინც ჩვენ რომ არ გვაწყენინოს თანამედროვე ინგრედიენტებსაც წაეთამაშება ხოლმე. სულ ჩიჩინებს, ისწავლეთ და მიყურეთ, თორემ  შემწვარი კარტოფილის გარდა ვერც ვერაფერს გააკეთებთო, ვერ იტყვი რომ ტყუის.. ჰოდა მეც დავუჯერე..ვინმეს რომ ეთქვა რომ -შენ 20 წლის ასაკში კულინარიით დაინტერესდები, კარგად გავიცინებდი, მაგრამ  ახლა, ალბათ, დღე არ გავა რამე რომ არ გავაკეთო ან ბებოს რომ არ დავხედო, პრინციპში ჯიმი ოლივერსაც ყოველთვის ვაკონტროლებთ.. იმდენად დავუჯერე, რომ ბლოგის გაკეთებაც გადავწყვიტე, რეცეპტებს გაგახსენებთ, არ გავთამამდები და ვიტყვი გასწავლითქო, პრინციპში ეგეც შეიძლება, პლუს ისტორიებსაც არ მოგაკლებთ, რომ არ მოიწყინოთ.. კვირაში ერთხელ, შაბათს ან კვირას არ დაგავიწყდეთ ბებოს რეცეპტების შემოწმება, რა იცით რა დაგხვდებათ, რა გაგახარებთ 🙂 #ბებოსგემო გამოგვყევით !!!

Advertisements